საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

 

№05/29 - 01

24.04.2023

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდეს ბაკალავრიატის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2023 წლის 25 მაისს.

კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

ა) I ადგილი - 500 ლარი

ბ) II ადგილი - 300 ლარი

გ) III ადგილი - 200 ლარი

3. 2023 წლის 18 მაისამდე განხორციელდეს სტუდენტთა კონფერეციის I ეტაპის (საკათედრო) ორგანიზება/ჩატარება და I ადგილზე გასული საუკეთესო მომხსენებლის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის.

4. I ეტაპის საუკეთესო მომხსენებელი, 2023 წლის 25 მაისს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის II ეტაპზე ფინალური პრეზენტაცია;

5. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ ექვემდებარება განხილვას.

6. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე)

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

პროფესორი იური ანანიაშვილი

პროფესორი რევაზ გველესიანი

პროფესორი სიმონ გელაშვილი

პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

პროფესორი მირიან ტუხაშვილი

პროფესორი ნუგზარ თოდუა

პროფესორი ირაკლი კოვზანაძე

პროფესორი დავით ნარმანია

პროფესორი დემურ სიჭინავა

პროფესორი ლევან საბაური

პროფესორი თეიმურაზ შენგელია.

პროფესორი იოსებ ხელაშვილი

ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - დეკანის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)

ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

7. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

8. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი          გიორგი ღაღანიძე